Logo

ახალი ტიპის ინტერნეტ მესენჯერი

მთავრობის მონიტორინგის პროგრამების ზრდასთან ერთად, ტოქსი საშუალებას გაძლევს გამოიყენო მარტივი აპლიკაცია, რათა დაუკავშირდე მეგობრებს და ოჯახის წევრებს, უცხო პირთა მოსმენის გარეშე. როდესაც სხვა დიდი კომპანიები მოითხოვენ თანხას მათი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, ტოქსი სრულებით უფასოა და არ შეიცავს რეკლამებს.

ტოქტის შესახებ

დღეს-დღეობით, ყველა მთავრობა დაინტერესებულია იმით, თუ რას ვსაუბრობთ ინტერნეტში. ტოქსი შეიქმნა "პრივატულობა პირველ რიგში" პრინციპით და ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისებზე წასვლას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თქვენ ხართ და მსოფლიოში არაფერია ისეთი რაც ამას შეცვლის.

მესიჯები, ვიდეო კონფერენციები და სხვა მრავალი

Screenshot

მესიჯები

თქვენს ხელთაა.
თქვენთვის ყოველთვის მზადაა მყისიერი დაშიფრული შეტყობინებები.

ზარები

იყავი კავშირზე.
განახორციელე უფასო და დაცული ზარები ტოქსიდან ტოქსზე.

ვიდეო

დაინახო იგივეა დაიჯერო.
განახორციელეთ დაცული ვიდეო ზარი.

უსაფთხოება

ტოქსი სერიოზულად უდგება თქვენს კონფიდენციალურობას.
წამყვანი შიფრაციის ტექნოლოგიები, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და იცოდეთ, რომ თქვენს მესიჯებს კითხულობს მხოლოდ ის ადამიანი რომელსაც თქვენ ის გაუგზავნეთ.

მარტივია გამოყენებაში

განსხვავებით სხვა დაცული მესენჯერ პლატფორმებისგან, ტოქსის გამოყენებისთვის არ არის საჭირო, რომ თქვენ პროგრამისტი იყოთ. ტოქსი უკვე მზად არის მარტივი ინტერფეისით, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს მეტი დრო დაუთმო საუბარს.

თავისუფლება

ტოქსი არის უფასო, რომ გამოიყენოთ და უფასო, რომ შეცვალოთ. ის არის სრულებით უფასო გამოყენებაშიც და შეცვლაშიც. უფრო მეტიც, ტოქსი არასოდეს შეგაწუხებთ რეკლამით, ან მოგთხოვთ თანხას .